ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდია ცხადდება საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განვითარების ხელშეწყობისა და დარგით დაინტერესებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით.

სტიპენდია განკუთვნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ფონდი გამოყოფს 2 სტიპენდიას.

სტიპენდია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ 2 სტუდენტზე, 2020 წლის სექტემბრიდან, 1 სემესტრის (6 თვის) განმავლობაში და თითოეული გამარჯვებულისთვის განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით (სემესტრული თანხა: 1200 ლარი).

სტიპენდიანტებს ფონდის წინაშე ექნებათ ვალდებულება, სემესტრის ბოლოს წარმოადგინონ ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო ან სხვა სახის ნაშრომი (მაგ.: სამეცნიერო ნაშრომი, თარგმანი) და/ან მონაწილეობა მიიღონ ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფონდის მიერ საკონკურსოდ დადგენილ პირობებს.

კონკურსის ვადები:

განაცხადი მიიღება 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

– შერჩეულ კანდიდატთა გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან:
1-10 სექტემბერი.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 15 სექტემბერს.

საკონკურსო განაცხადი:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ)
  2. პირადობის მოწმობის ასლი.
  3. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ Europass სტანდარტი; ჩამოტვირთეთ) .
  4. 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი – ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული ფაკულტეტის მიერ.
  5. სამოტივაციო წერილი.
  6. სარეკომენდაციო წერილი თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტიდან (პროფესორის/ლექტორის მიერ გაცემული).
  7. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების პირველი ფურცლის დასკანერებული ვერსიები.
  8. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის ამსახველი მასალა (კონფერენციის პროგრამა, გამოცემული თეზისები, ვებგვერდზე განთავსებული მასალა და სხვ.).
  9. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა სახის (საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული, საორგანიზაციო და სხვ.) აქტივობის ამსახველი მასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  10. ასეთის არსებობის შემთხვევაში, უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (პრიორიტეტული – ახალი ბერძნული და იტალიური ენები).

საკონკურსო განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება ელექტრონულად, 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: alexandrosfoundation@gmail.com.

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები:

  • რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს.
  • რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი იქნება არასრული ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

შერჩევის პროცედურა:

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდის მიერ წინასწარ შერჩეული სასტიპენდიო კომისია.
  • გამარჯვებულ აპლიკანტთა გამოვლენა მოხდება კომისიის მიერ წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
  • საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტები კონკურსის მეორე ეტაპზე გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან.
  • გასაუბრების შემდეგ საკონკურსო კომისია გამოავლენს 2 სტიპენდიანტს.