დინოს ხრისტიანოპულოსი თანამედროვე ბერძენი მწერალი, მთარგმნელი და ფოლკლორისტია, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ბერძნული პოეტური ენისა და კულტურის ისტორიაში.
კონსტანტინოს დიმიტრიადისი, ფსევდონიმით – დინოს ხრისტიანოპულოსი დაიბადა 1931 წელს ქალაქ თესალონიკში. მის ცხოვრებასა და შემოქმედებას მწერლის მეამბოხე სულის გამო სკანდალები და მითქმა-მოთქმა არ მოკლებია. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის უდიდეს შემოქმედთა შორის მოიაზრება და მისი პოეზია არაერთ ენაზეა თარგმნილი.
2011 წელს დინოს ხრისტიანოპულოსს მთელის მისი შემოქმედების გამო ლიტერატურაში საბერძნეთის ეროვნული ჯილდო გადასცეს, რომლის მიღებაზეც მან უარი განაცხადა და საამისოდ 1971 წელს შექმნილი მისივე ტექსტი „წინააღმდეგი ვარ“ მოიხმო.

დინოს ხრისტიანოპულოსი დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ თესალონიკში.

ხრისტიანოპულოსის პოეზია ნაწილობრივ თარგმნილია ქართულ ენაზე, ათენის ქართული ინსტიტუტის წარმომადგენლის, ელინისტისა და მთარგმნელის – თათია მთვარელიძის მიერ.

ათენის ქართული ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ხრისტოს კალიტისის დოკუმენტური ფილმიდან „დედაბერი“ (ქართული სუბტიტრებით), რომელსაც პოეტის თქმით – მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაბედული ლექსი უდევს საფუძვლად: