2019 წლის 16-23 ნოემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მხატრის 40-მდე ნამუშევარი.
გამოფენის ოფიციალური გახსნისა და დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ  საქართველოს საელჩოს დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალბატონი დეა მუმლაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლებლი, ქართველი, ბერძენი და უცხოელი ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულები.
გამოფენის ორგანიზატორები გახლდნენ ათენის ქართული ინსტიტუტი და საქართველოს მხატვართა კაშირი.
გამოფენა გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა & სპორტის სამინისტროს,  საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს სალჩოსა და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მხარდაჭერით.

იხ. გამოფენის კატალოგი