შაბათს, 29 თებერვალს, ათენის ქართული ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, გაიმართება ლიტერატურული საღამო, მიძღვნილი დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

საჯარო ლექცია – “ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო”
მომხსენებელი: ზურაბ ვაჩეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
თანა-მომხსენებელი: თათია მთვარელიძე, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი, მთარგმნელი;
მოდერატორი: ავთ. მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლების ცენტრ “კავკასიას” დამფუძნებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
საღამოს ბოლოს გაიმართება მხატვრული ფილმის – “ბერძენი ზორბას” ჩვენება.

დასაწყისი: 18:00 სთ.
დასწრება: თავისუფალი.
მისამართი: პატისიონის ქუჩა. 81 (იგივე 28 ოქტომბრის ქ.) , 1 სართ, “ვიქტორიას მოედანი”.

მიმდინარებს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია: ☎ 210.7211226 / 6999.640412 / 6996.641613

 

ნიკოს კაზანძაკისის ნაწარმოებების ქართული თარგმანების ნაწილი:

Image result for ალექსის ზორბასის ცხოვრებაNo photo description available.

 

 

 

 

 

 

 

ნიკოს კაზანძაკისის თხზულებათა ქართველი მთარგმნელები:

თამარ მესხი, მაია კაკაშვილი, თათია მთვარელიძე.