ფონდი ახორციელებს საგამომცემლო პროგრამას ΑΛΕΞΑΝΔΡΟΣ რომლის მიზანიცაა:

ძველი ბერძნული, ბიზანტიური, თანამედროვე ბერძნული და სხვა ენებიდან ქართულ ენაზე ითარგმნოს და გამოიცეს როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო და თეოლოგიური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშები.

ხელახლა გამოიცეს ძველი თარგმანები, რათა ხელმისაწ-ვდომი გახდეს ისინი ფართო მკითხველისათვის.

ბერძნულ ენაზე ითარგმნოს და გამოიცეს ქართული მხატვრული, სამეცნიერო და თეოლოგიური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშები.

შეიქმნას ქართულ-ბერძნული ლიტერატურული ურთიერ-თობების ამსახველი ელექტრონული ბაზა.

ხელი შეუწყოს ბერძნულ-ქართული მთარგმნელობითი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.

 

🌀 ქორეგოსთათვის:
🏛 საქართველოს ბანკი
💳 ge19bg0000000345911586