კვირას, 1 მარტს, 16:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, თავისი სოციალური და სამედიცინო-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გთავაზობთ ტრადიციულ ლექცია-საუბარს ჩვენი ემიგრაციისათვის ფრიად საჭირბოროტო თემებზე:

„ნევროზი, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობები“.

მომხსენებლები: გია კვარაცხელია (ნევროლოგი) და
ბექარი ტრიანდაფილუ (ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი).
– თემატურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე თერაპევტი ირინა მათურელი და ფსიქოლოგი მაკა ყიზილაშვილი.
გამოცდილი ქართველი ექიმები და მეცნიერი-ფსიქოლოგი გიპასუხებენ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ეხება თქვენი ჯანმრთელობის პრობლემებსა და მათი პრევენციის საკითხებს.

თეორიული ნაწილის შემდეგ, ნევროლოგისა და ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტის მიერ საშუალება გექნებათ, მიიღოთ სასარგებლო სამედიცინო რჩევები და კონსულტაციები ნახსენებ თემებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე.

დასწრება: თავისუფალი
მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე 28 ოქტომბრის ქუჩა), მეტროსადგური „პლატია ვიქტორია“.
ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ჯანმრთელობის ცენტრი“.


მიმდინარებს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, მოგვამრთოთ პირად შეტყობინებებში ან მითითებულ ტელეფონებზე:
 210.7211226/ 6999.640412/ 6996.930630/ 6946.714174/ 6948.007611