ფონდის უმთავრეს მისიას წარმოადგენს:

გააგრძელოს ქართულ-ბერძნული მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო, კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები.

ხელი შეუწყოს ქართული და ბერძნული კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების შესწავლას, კვლევასა და პოპულარიზაციას.

წაახალისოს საბერძნეთში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართული კულტურის კვლევა.

ხელი შეუწყოს საქართველოში ელინისტიკის მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

 

ამ მიზნების მისაღწევად, ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამომცემლო, შემეცნებით პროგრამებს და გასცემს ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდიასა და ჯილდოს სტუდენტებისთვის.