23 თებერვალს ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა შემეცნებითი ტური ეპიდავროსსა და ნავპლიონში, რომელსაც ინსტიტუტის წარმომადგენელი, ელინისტი თათია მთვარელიძე უძღვებოდა.
ტურის მონაწილეებმა იხილეს და ადგილზე მოისმინეს ასკლეპიონის საკულტო ადგილის – ეპიდავროსის ისტორია და მისი მნიშვნელობა ანტიკურობისა და თანამედროვეობისათვის.
ეპიდავროსის შემდეგ, ტურის მონაწილეებმა ნავპლიოს დიდებული, პალამიდის ციხესიმაგრე მოინახულეს, დაათვალიერეს საბერძნეთის პირველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ მის ისტორიას.

ინსტიტუტის ორგანიზებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთი შემეცნებითი ტური გაიმართა ათენში, სუნიონზე, დელფოში, მიკენში, ეპიდავროსში, ოლიმპიაში, მეტეორასა და სხვა ადგილებში.
საბერძნეთის მნიშვნელოვან ადგილეთა ამ ფორმით მოხილვით, ათენის ქართულმა ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა შემეცნებითი ტურების ტრადიციას, რომელიც საბერძნეთის ქართული მოსახლეობის კულტურულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

შემეცნებითი ტურების ტრადიცია გრძელდება.
შემოგვიერთდით!