ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი დაარსდა ათენის ქართული ინსტიტუტის ეგიდით, 2020 წელს.
ფონდი ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული ელინისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ალექსანდრე ალექსიძის სახელს ატარებს.
ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ბერძნული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების განვითარებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მთარგმნელობითი და სახელოვნებო მიმართულებით.