About Avgre3567

This author has not yet filled in any details.
So far Avgre3567 has created 17 blog entries.

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ფონდის სტიპენდიანტები

2020-10-18T12:31:32+00:00

„კლასიკური ფილოლოგია საინტერესო, ღრმა და მრავლისმომცემი დარგია. იგი ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სიღრმისეული ცოდნა მისთვის საინტერესო ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ვინაიდან კლასიკური ფილოლოგია მხოლოდ ვიწრო ფილოლოგიურ საკითხებს არ მოიცავს, იგი მრავალ სხვა მეცნიერებასა და დარგთანაა დაკავშირებული. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მსურდა ჩემი ცხოვრება ამ პროფესიასთან დამეკავშირებინა. ვფიქრობ, ყოველმა ადამიანმა მისთვის საყვარელი საქმე უნდა [...]

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ფონდის სტიპენდიანტები2020-10-18T12:31:32+00:00

საგამომცემლო პროგრამა

2020-10-07T20:46:47+00:00

ფონდი ახორციელებს საგამომცემლო პროგრამას ΑΛΕΞΑΝΔΡΟΣ რომლის მიზანიცაა: ძველი ბერძნული, ბიზანტიური, თანამედროვე ბერძნული და სხვა ენებიდან ქართულ ენაზე ითარგმნოს და გამოიცეს როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო და თეოლოგიური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშები. ხელახლა გამოიცეს ძველი თარგმანები, რათა ხელმისაწ-ვდომი გახდეს ისინი ფართო მკითხველისათვის. ბერძნულ ენაზე ითარგმნოს და გამოიცეს ქართული მხატვრული, სამეცნიერო და თეოლოგიური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშები. შეიქმნას ქართულ-ბერძნული ლიტერატურული ურთიერ-თობების ამსახველი [...]

საგამომცემლო პროგრამა2020-10-07T20:46:47+00:00

ფონდის მისია

2020-10-07T20:12:21+00:00

ფონდის უმთავრეს მისიას წარმოადგენს: გააგრძელოს ქართულ-ბერძნული მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო, კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები. ხელი შეუწყოს ქართული და ბერძნული კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების შესწავლას, კვლევასა და პოპულარიზაციას. წაახალისოს საბერძნეთში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართული კულტურის კვლევა. ხელი შეუწყოს საქართველოში ელინისტიკის მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას.   ამ მიზნების მისაღწევად, ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამომცემლო, შემეცნებით პროგრამებს და გასცემს [...]

ფონდის მისია2020-10-07T20:12:21+00:00

2020-08-14T12:46:58+00:00

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდია ცხადდება საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განვითარების ხელშეწყობისა და დარგით დაინტერესებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით. სტიპენდია განკუთვნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების [...]

2020-08-14T12:46:58+00:00

დინოს ხრისტიანოპულოსი

2020-05-09T20:15:26+00:00

დინოს ხრისტიანოპულოსი თანამედროვე ბერძენი მწერალი, მთარგმნელი და ფოლკლორისტია, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ბერძნული პოეტური ენისა და კულტურის ისტორიაში. კონსტანტინოს დიმიტრიადისი, ფსევდონიმით - დინოს ხრისტიანოპულოსი დაიბადა 1931 წელს ქალაქ თესალონიკში. მის ცხოვრებასა და შემოქმედებას მწერლის მეამბოხე სულის გამო სკანდალები და მითქმა-მოთქმა არ მოკლებია. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის უდიდეს შემოქმედთა შორის მოიაზრება და მისი [...]

დინოს ხრისტიანოპულოსი2020-05-09T20:15:26+00:00

ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო

2020-03-10T11:44:08+00:00

  შაბათს, 29 თებერვალს ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის - ზურაბ ვაჩეიშვილის საჯარო ლექცია „ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო“. შეხვედრა დაიწყო ცნობილი ბერძენი პოეტის - კიკი დიმულას გახსენებით. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კიკი დიმულას ხსოვნას, პოეტის შესახებ კი ისაუბრეს ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ და მთარგმნელმა თათია მთვარელიძემ. ქართული საზოგადოება [...]

ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო2020-03-10T11:44:08+00:00

შემეცნებითი ტური ეპიდავროსსა და ნავპლიონში

2020-02-25T20:51:39+00:00

23 თებერვალს ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა შემეცნებითი ტური ეპიდავროსსა და ნავპლიონში, რომელსაც ინსტიტუტის წარმომადგენელი, ელინისტი თათია მთვარელიძე უძღვებოდა. ტურის მონაწილეებმა იხილეს და ადგილზე მოისმინეს ასკლეპიონის საკულტო ადგილის - ეპიდავროსის ისტორია და მისი მნიშვნელობა ანტიკურობისა და თანამედროვეობისათვის. ეპიდავროსის შემდეგ, ტურის მონაწილეებმა ნავპლიოს დიდებული, პალამიდის ციხესიმაგრე მოინახულეს, დაათვალიერეს საბერძნეთის პირველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ მის ისტორიას. [...]

შემეცნებითი ტური ეპიდავროსსა და ნავპლიონში2020-02-25T20:51:39+00:00

ტრადიციული ლექცია-საუბარი და უფასო სამედიცინო კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის

2020-02-26T14:23:49+00:00

კვირას, 1 მარტს, 16:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, თავისი სოციალური და სამედიცინო-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გთავაზობთ ტრადიციულ ლექცია-საუბარს ჩვენი ემიგრაციისათვის ფრიად საჭირბოროტო თემებზე: „ნევროზი, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობები“. მომხსენებლები: გია კვარაცხელია (ნევროლოგი) და ბექარი ტრიანდაფილუ (ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი). - თემატურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე თერაპევტი ირინა მათურელი და ფსიქოლოგი მაკა ყიზილაშვილი. გამოცდილი ქართველი ექიმები და მეცნიერი-ფსიქოლოგი [...]

ტრადიციული ლექცია-საუბარი და უფასო სამედიცინო კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის2020-02-26T14:23:49+00:00

ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო

2020-02-25T19:45:07+00:00

შაბათს, 29 თებერვალს, ათენის ქართული ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, გაიმართება ლიტერატურული საღამო, მიძღვნილი დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. საჯარო ლექცია - "ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო" მომხსენებელი: ზურაბ ვაჩეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თანა-მომხსენებელი: თათია მთვარელიძე, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი, მთარგმნელი; მოდერატორი: ავთ. მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლების ცენტრ "კავკასიას" დამფუძნებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა [...]

ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო2020-02-25T19:45:07+00:00

თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა ათენში

2020-02-29T15:40:10+00:00

2019 წლის 16-23 ნოემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მხატრის 40-მდე ნამუშევარი. გამოფენის ოფიციალური გახსნისა და დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ  საქართველოს საელჩოს დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალბატონი დეა მუმლაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლებლი, ქართველი, ბერძენი და უცხოელი ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულები. გამოფენის ორგანიზატორები გახლდნენ [...]

თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა ათენში2020-02-29T15:40:10+00:00