განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“

ათენის ქართულ ინსტიტუტთან არსებული განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია” დაარსდა 2006 წელს. ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ელინისტი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე.

ცენტრის მიზანია ქართული კულტურისა და ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება საბერძნეთის ბერძენ და ქართულ მოსახლეობაში, რა მიზანსაც ემსახურება ცენტრის ბაზაზე მოქმედი ქართული ხალხური ხელოვნების აკადემია და სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრები.

ცენტრის ბაზაზე ასევე მოქმედებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ბერძნულ-ქართული კულტურული კავშირი „კავკასია” და  ასოციაცია „დიოსკურია – დიალოგისა და მშვიდობის აფზახეთი”

განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია” მრავალი წელია თავის კედლებში მასპინძლობს რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას:

საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი

მსოფლიო ფილოსოფიური ფორუმის წარმომადგენლობა ათენში

საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის წარმომადგენლობა ათენში